ერდოღანი და პუტინი გასულ წელს მთლიანობაში 13 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს

წლევანდელი პირველი შეხვედრა თებერვალში რუსეთში გაიმართება

1120154
ერდოღანი და პუტინი გასულ წელს მთლიანობაში 13 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 2018 წელს ინტენსიური დიპლომატიური შეხვედრები ჩაატარა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან.

ასე რომ, გასულ წელს ორი ლიდერი ერთმანეთს პირისპირ 7-ჯერ შეხვდნენ, 18-ჯერ სატელეფონო საუბარი გამართეს, ხოლო ამის პარალელურად კიდევ 6 სამიტზე  შეხვედრა გამართეს.

მათი განხილვის მთავარი თემა კი ორმხრივ და რეგიონალურ საკითხებთან ერთად სირიის პრობლემის მოგვარება და მის ფარგლებში ასტანის პროცესი იყო, თუმცა ენერგეტიკულ პროექტებს და ურთიერთთანამშრომლობასაც დიდი ყურადღება დაუთმეს.

სამხედრო თანამშრომლობის სფეროში კი მთავარი განსახილველი თემა რუსული  საჰაერო თავდაცვის ბატარეის, S-400 სისტემების თურქეთში განლაგების საკითხი იყო და მიღწეული შეთანხმების კვალობაზე ეს იარაღი მიმდინარე წლის ოქტომბერში გადაეცემა თურქეთს.

2019 წელს ორი ლიდერის პირველი შეხვედრა რუსეთში, მომდევნო თვეში იგეგმება.



მსგავსი ინფორმაციები