იმრან ხანი თურქეთს ეწვევა

პაკისტანის პრემიერმინისტრი იმრან ხანი 3-4 იანვარს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

1116320
იმრან ხანი თურქეთს ეწვევა

პაკისტანის პრემიერმინისტრი იმრან ხანი 3-4 იანვარს ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან განვრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, პრემიერმინისტრი ხანი, ახალი წლის პირველ კვირას პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით, თურქეთში ჩავა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პაკისტანის დელეგაციაში, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, შაჰ მაჰმუდ ყურეიში, დაგეგმარების მინისტრი, პრემიერმინისტრის სავაჭრო და საინვესტიციო მრჩევლები და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები იქნებიან.  იმრან ხანი თურქეთში ვიზიტის დროს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს, ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. იმრან ხანი ანკარაში ასევე თურქ ბიზნესმენებთანაც გამართავს შეხვედრას.



მსგავსი ინფორმაციები