ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს ახალ წელს ულოცავს

ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს ახალ წელს ულოცავს

1116486
ერდოღანი მსოფლიო ლიდერებს ახალ წელს ულოცავს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მსოფლიო ლიდერებს ახალი წლის მისალოცი მესიჯები გაუგზავნა. „მე მჯერა, რომ ურთიერთპატივისცემით, ორი ქვეყნის ურთიერთობას, როგორც მოკავშირეები,  უკეთესობისკენ წავიყვანთ. საერთაშორისო არენაზე თურქეთსა და აშშ-ს მრავალი საერთო მიზანი გააჩნია, რომლის მეშვეობითაც მშვიდობის და სტაბილურობის დამყარება იქნება შესაძლებელი.    ამ თვალსაზრისით თქვენ და მთლიანად მეგობარ ამერიკელ ხალხს დამდეგ ახალ წელს გილოცავთ, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ,“ ნათქვამია ერდოღანის მიერ ტრამპისადმი გაგზავნილ საახალწლო მილოცვაში.  ერდოღანმა ახალი წელი ასევე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც მიულოცა და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება რა, მომავალ წელსაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უფრო გაღრმავება ისურვა. თურქეთის პრეზიდენტმა ინგლისი პრემიერმინისტრ,  ტერეზა მეისაც მიულოცა ახალი წელი და მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება რა, მომავალ წელს გაუმჯობესების  იმედი გამოთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიმართ გაგზავნილ საახალწლო მესიჯში ერდოღანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთპატივისცემის ფარგლებში, როგორც ევროკავშირთან მიმართებაში ასევე ახლო აღმოსავლეთის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა. თურქეთის პრეზიდენტი ახალ წელს, ასევე ჩინეთის პრეზიდენტ,  ში ძიანპინგს ინდოეთის პრემიერმინისტრ ნარენდა მოდის და სხვა ქვეყნების მეთაურებსაც ულოცავს.



მსგავსი ინფორმაციები