ერდოღანმა ასადის ძალების მემბიჯში შესვლის თაობაზე პირველი განცხადება გააკეთა

ერდოღანმა ასადის ძალების მემბიჯში შესვლის თაობაზე პირველი განცხადება გააკეთა

1115405
ერდოღანმა ასადის ძალების მემბიჯში შესვლის თაობაზე პირველი განცხადება გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ასადის ძალების ქალაქ მემბიჯში შესვლის თაობაზე ინფორმაცია ჯერ-ჯერობით  არ არის დადასტურებული. ერდოღანმა სტამბოლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. პრეზიდენტმა ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მიერ, ასადის ძალების ოკუპირებულ ქალაქ მემბიჯში მიწვევის შესახებ გაკეთებული შეფასების დროს განაცხადა: „დაზვერვას ვესაუბრეთ, ჯერ-ჯერობით დადასტურებული არაფერია. ხვალ ჩვენი დელეგაცია, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი,  ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჰაქან ბიდანი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი შედიან, მოსკოვში ჩავლენ სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავენ.  რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შესაძლოა მოსკოვში ან სოჭში შეხვედრა მქონდეს. ჩვენ სირიის საკითხი დეტალურად უნდა განვიხილოთ. ჩვენი მიზანია, იქ არსებული ტერ ორგანიზაციების გაწმენდა. იმ შემთხვევაში თუ რეგიონი ტერორისტებისგან  გაიწმინდება, მაშინ ჩვენ გასაკეთებელი აღარაფერი დაგვრჩება.“



მსგავსი ინფორმაციები