ჩავუშოღლუსა და პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მევლუდ ჩავუშოღლუ, სირიიდან სამხედრო ნაწილების გაყვანის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ მაიკ პომპეოს ესაუბრა

1110411
ჩავუშოღლუსა და პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლუ, სირიიდან სამხედრო ნაწილების გაყვანის თაობაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს ესაუბრა.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს ამერიკის მიერ სირიიდან სამხედრო ნაწილების გაყვანის გადაწყვეტილება განიხილეს.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში სირიაში ყოფნის ერთადერთი მიზეზი დაეშ-ი დავამარცხეთ.“

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერმა კი აღნიშნა: „დაეშ-თან ბრძოლაში ახალ ეტაპზე გადასვლასთან ერთად აშშ-ს სამხედროების სამშობლოში დაბრუნება დავიწყეთ.“

ამერიკულ პრესაში საგარეო საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში მყოფ მის პერსონალს 24 საათში გაიყვანს და სირიაში არსებული ამერიკული სამხედრო ნაწილები 60-დან 100 დღის ვადაში დატოვებენ ქვეყანას.

მეორეს მხრივ კი ამერიკის თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილები აცხადებენ, რომ გასვლის გადაწყვეტილების მიუხედავად „ადგილობრივ პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებენ.“

ამავდროულად პასუხგაუცემელია შემდეგი კითხვები: როგორია ამერიკის მიერ სირიაში არსებული სამხედრო ნაწილების გაყვანის კალენდარი, გაიყვანს თუ არა ყველა ნაწილს, ტერორგანიზაცია YPG/PKK-სთან რა ფორმით გაგრძელებს მუშაობას და როგორც თურქეთს დაჰპირდა, ტერორგანიზაციისათვის მიცემულ იარაღს რა დროს და რა ფორმით აიღებს უკან.



მსგავსი ინფორმაციები