ერდოღანი: „YPG/PKK-ს ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციებს ნებისმიერ მომენტში დავიწყებთ“

ერდოღანი: „YPG/PKK-ს ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციებს ნებისმიერ მომენტში დავიწყებთ“

1108594
ერდოღანი: „YPG/PKK-ს ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციებს ნებისმიერ მომენტში დავიწყებთ“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიაში მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, YPG/PKK-ს წინააღმდეგ  ოპერაციები ნებისმიერ მომენტში დაიწყება. ერდოღანმა ამის შესახებ კონიაში მევლანას სახელობის მოედანზე მოსახლეობასთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სირიაში წინდაუხედავი მმართველობის გამო წარმოქმნილ სამოქალაქო ომს  1 მილიონი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. „DEAŞ-ის საბაბით,  სირიაში შესული ძალები ჯერ კიდევ აგრძელებენ, იქ ყოფნას. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ,  ტერორის კორიდორის შექმნის უფლებას არავის მივცემთ. დღემდე განხორციელებული სამი ოპერაციით ეს დავამტკიცეთ კიდეც. ახლა კი ჯერი, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ნაწილზე მოვიდა. ამის შესახებ განცხადება გასულ კვირას გავაკეთეთ. აშშ-ს სამხედროებზე ყოველგვარი ზარალის მიუყენებლად   ოპერაციას ნებისმიერ მომენტში დავიწყებთ. ჩვენ გმირ არმიას ამსი სამზადისი და გეგმა უკვე დასრულებული აქვს. ტერორისტები თავდაცვის მიზნით ახლა სანგრებს თხრიან, რაც არ უნდა გააკეთონ, ყველას მათ მიერ გათხრილ ორმოებში ჩავმარხავთ და ამას ვერ გადაურჩებიან, ისინი,“ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.



მსგავსი ინფორმაციები