თურქეთმა შესაძლოა უახლოეს ხანებში ევფრატის აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს

ერდოღანმა არგენტინაში G20-ს სამიტის ფარგლებში პრესკონფერენცია გამართა

1098765
თურქეთმა შესაძლოა უახლოეს ხანებში ევფრატის აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს
erdogan g-20 basin1.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა უახლოეს ხანებში მდინარე,  ევფრატის აღმოსავლეთში სამხედრო ოპერაცია ჩაატარონ. თურქეთის პრეზიდენტმა,  არგენტინაში ჩატარებული დიდი ოცეულის (G20) სამიტის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „მდინარე ევფრატის დასავლეთი ტერორისტებისგან როგორც გავათავისუფლეთ, უახლოეს ხანებში აღმოსავლეთსაც გავათავისუფლებთ. ჩვენ ამდაგვარ საკითხებში მოკავშირეებისგან ორმაგი სტანდარტების პოლიტიკას კი არა არამედ,  გულწრფელობას ველით. სირიის ჩრდილოეთში ნებისმიერი სახის ტერორისტულ დაჯგუფებებს არსებობის უფლებას არ მივცემთ. ეს როგორც ჩვენი ქვეყნის,  ასევე რეგიონის უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხია. სამიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტ,  დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის დროს მემბიჯის ტერ ორგანიზაცია,  PYD/YPG-საგან გათავისუფლების  და  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია,  FETÖ-ს ლიდერის თურქეთში ექსტრადაციის საკითები განვიხილეთ. რაც შეეხება იდლიბს,  ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და შესაბამის ნაბიჯებსაც ვდგამთ,“ განაცხადა ერდოღანმა.  თურქეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს ისიც აღნიშნა, რომ სამიტის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების დროს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული საუდელი ჟურნალისტის, ჯემალ ხაშოგის სასტიკი მკვლელობის საკითხებიც განიხილეს. მისი თქმით, ხაშოგის მკვლელობა საერთაშორისო თემაა და მისი დეტალურად გამოძიებაა აუცილებელი რა, ამ ფაქტში მონაწილე ყველა დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ერდოღანმა ბოლოს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე მოვლენებიც შეაფასა და დაამატა: „აღმოსავლეთ ხმელთა შუა ზღვაში ნახშირწყალბადების რესურსების ნამდვილ მეპატრონეებისგან ანუ,  ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ხალხიდან გამოძალვის უფლებას არავის მივცემთ. იმ შემთხვევაში თუ კვიპროსის ბერძნული მხარისგან თავდასხმები გაგრძელდება,  შესაბამის ზომებს მივიღებთ.“



მსგავსი ინფორმაციები