რა საკითხები განიხილეს პუტინმა და ერდოღანმა არგენტინაში შეხვედრის დროს?

რა საკითხები განიხილეს პუტინმა და ერდოღანმა არგენტინაში შეხვედრის დროს?

1098857
რა საკითხები განიხილეს პუტინმა და ერდოღანმა არგენტინაში შეხვედრის დროს?

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის კრიზისი მოსაგვარებლად თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან დიალოგს აგრძელებენ. რუსეთის  პრეზიდენტმა,  არგენტინაში ჩატარებული დიდი ოცეულის (G20) სამიტის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა რა, პრეზიდენტ ერდოღანთან გამართული პირისპირ შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა. „სირიის კრიზისი მოსაგვარებლად, პირისპირ შეხვედრის ჩათვლით ყველა ხერხს ვიყენებთ. შეხვედრის დროს საკონსტიტუციო კომიტეტის ჩამოყალიბების საკითხებიც განვიხილეთ. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა ამ საკითხში ირანელი მოკავშირეები და დამასკოს წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი. თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ მათ გარეშე ამ პროცესის წარმართვა შეუძლებელია. შეხვედრაზე, იდლიბის საკითხიც განვიხილეთ. ჩვენ მოკავშირე, თურქეთს აღნიშნულ რეგიონში ‘განიარაღებული ზონ’-ის შექმნა სურთ. ჩვენი ქვეყნების სპეცრაზმები და თავდაცვის სამინისტროები ამ საკითხს უახლოეს ხანებში მოაგვარებენ. ერდოღანთან შეხვედრა ჩემთვის დიდი პატივია. ორი კვირის წინ სტამბოლში, „თურქული ნაკადი“-ს პროექტის საზღვაო მონაკვეთის დასრულება ერთად აღვნიშნეთ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთის საგარეო პოლიტიკა რაოდენ მყარია. ორი ქვეყნის ურთიერთობა სულ სხვა სფეროში გრძელდება. ჩვენი ქვეყნები ეკონომიკის, ენერგეტიკის, და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობა მჭიდროდ აგრძელებენ,“ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციის დროს.



მსგავსი ინფორმაციები