ერდოღანი İSEDAK-ის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

ერდოღანი İSEDAK-ის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

1096576
ერდოღანი  İSEDAK-ის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გაეროს რეფორმები აუცილებელია. მან ამის შესახებ სტამბოლში გამართულ, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მუდმივმოქმედი კომიტეტის (İSEDAK)   შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პირადად გამოვცადე, რომ გაეროს უშიშროების საბჭო უმეტეს წილად მისი მუდმივი წევრების ინტერესებს იცავს. ხუთი მუდმივი წევრიდან ერთ-ერთი რასაც იტყვის,  მეორებიც მის გადაწყვეტილებას ეთანხმებიან. ჩემი თვალით ვიხილე ასევე ისიც, რომ ისინი ვეშაპებზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე სომალელ შიმშილით დაღუპულ ბავშვებზე. ისინი უმეტეს წილად ფულს, ნავთობს, ბრილიანტს და სხვა ძვირფასეულობებს ანიჭებენ უპირატესობას და არა სხვა პრობლემებს, რომელიც დანარჩენ მსოფლიოს ადარდებს. ჩვენ ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ სამყაროში არ ვცხოვრობთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ გაეროში რეფორმები აუცილებელია,“ განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას,  İSEDAK-ის წევრ ქვეყნებს სავაჭრო ბრუნვების გაზრდისკენ და ეროვნული ვალუტების გამოყენებისკენ  მოუწოდა. მან ბოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და რეგიონში განვითარებული მოვლენების შესახებაც ისაუბრა და დაამატა: „სირიაში არსებულ კრიზისი ჩვენ უნდა მოვაგვარებთ და არა სხვამ. ტერორი სადაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უნდა აღვუდგეთ წინ, ეს იქნება ბერლინში, პარიზში, ლონდონში, მოსკოვში თუ სხვაგან. İSEDAK-ის  წევრმა ქვეყნებმა მათი მოქალაქეები იერუსალიმის მოსანახულებლად  უნდა გაუშვან. იერუსალიმის წინააღმდეგ ჩადენილ უსამართლო ქმედებებს პირველ რიგში ჩვენ უნდა აღვუდგეთ წინ. ასევე ტერ ორგანიზაციებიდან, FETÖ-ს, PKK-ს, ალ-ქაიდას, და ყველა სხას ჩვენი ქვეყნის მომავლის წინაშე ჩასადენი ყოველგვარი საფრთხის აღკვეთა, პირველ როგში,  ჩვენ უნდა მოვახდინოთ. რა თქმა უნდა DEAŞ-ის წინააღმდეგაც.“



მსგავსი ინფორმაციები