თურქეთმა შეშფოთება გამოთქვა აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო

თურქეთმა შეშფოთება გამოთქვა აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო

1094920
თურქეთმა შეშფოთება გამოთქვა აზოვის ზღვაში განვითარებული მოვლენების გამო

თურქეთმა შეშფოთება გამოთქვა (აზოვის ზღვაში) უკრაინის გემების მიმართულებთ ცეცხლის გახსნისა და დაშავებულების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციების გამო.

საგარეო საქმეთა სამინსიტროში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თვალყურს ადევნებენ (რუსეთისა და უკრაინის საზღვაო ძალებს შორის) აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე მოვლენებს და გაზრდილ დაძაბულობას.

„შეშფოთებას გამოთქვამთ (აზოვის ზღვაში) უკრაინის გემების მიმართულებთ ცეცხლის გახსნისა და დაშავებულების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციების გამო... როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საჭიროა არ იქნას დაბრკოლებული ქერჩის სრუტეში გავლა. თავი უნდა შეიკავონ ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან, რომელიც საფრთხეს შექმნის რეგიონალურ მშვიდობასა და სტაბილურობას, პატივი უნდა სცენ საერთაშორისო სამართალს, ამასთანავე ვაკეთებთ მოწოდებას საღი აზრითა და გონივრული მოქმედებით იმოქმედონ და არ მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია.“   

უკრაინის საზღვაო ძალების სარდლობის გაცხადებით, აზოვის ზღვაში ქერჩის სრუტის მიდამოებში რუსეთი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზღვრის უსაფრთხოების გემიდან ცეცხლი გაუხსენს უკრაინის საბრძოლო გემს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიჭრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გემები რუსეთის სპეცდანიშნულების ძალებმა დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები