თურქეთი ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საკითხის საერთაშორისო სასამართლოებზე გატანას აპირებს

თურქეთი ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საკითხის საერთაშორისო სასამართლოებზე გატანას აპირებს

1088075
თურქეთი ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საკითხის საერთაშორისო სასამართლოებზე გატანას აპირებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა,  რომ საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობის  გამოძიებას, ამ ეტაპზე საერთაშორისო სტატუსი უნდა მიენიჭოს. ჩავუშოღლუმ გუშინ, პარლამენტში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა რა, ჯემალ ხაშოგის მკვლელობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თურქეთი ამ საკითხთან დაკავშირებით გამჭვირვალე პროცესს აგრძელებს რასაც მთელი მსოფლიოც აღიარებს. „ჩვენ ამ პროცესს საერთაშორისო თანამეგობრობასთან გამჭვირვალედ ვახორციელებთ. პირველ ეტაპზე ამ საკითხთან დაკავშირებით ვფიქრობდით, რომ საუდის არაბეთთან ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ჩამოვაყალიბებდით მაგრამ, ამ ეტაპზე მას საერთაშორისო სტატუსი უნდა მიენიჭოს რა, ამ თვალსაზრისით, საკითხის საერთაშირისო სასამართლოზე გატანას ვაპირებთ. რაც არ უნდა მოხდეს, ამ მკვლელობის დეტალურად გამოძიების მომხრენი ვართ და ამისათვის ყველაფრის გაკეთებასაც ვაპირებთ,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის სამართალდამცველების და უშიშროების სამსახურების მიერ მოპოვებული დეტალების ნახვის მსურველებს აჩვენეს კიდეც. Washington Post-ის  საუდელი ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი 2 ოქტომბერს ოფიციალური პროცედურებისთვის საუდის არაბეთის სტამბოლის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.  საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კი 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ხაშოგი საკონსულოს შენობაში ჩხუბის დროს გარდაიცვალა.



მსგავსი ინფორმაციები