იუსტიციის მინისტრი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში მყოფი იუსტიციის მინისტრი აბდულჰამიდ გიული დედაქალაქ პეკინში მის ჩინელ კოლეგა ფუ სინჰას შეხვდა

1087569
იუსტიციის მინისტრი ვიზიტით ჩინეთში იმყოფება
Abdülhamit Gül, Fu Cınghua.jpg

ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში მყოფი იუსტიციის მინისტრი აბდულჰამიდ გიული დედაქალაქ პეკინში მის ჩინელ კოლეგა ფუ სინჰას შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაფართოების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.  

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში მინისტრმა გიულმა აღნიშნა: „პატივცემულ იუსტიციის მინისტრთან ძალზედ ნაყოფიერი შეხვედრა გავმართეთ. განვიხილეთ პრობლემები. ღიად ვისაუბრეთ ორივე ქვეყნის სასამართლო საკითხებში თანამშრომლობაზე და ამ საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდაზე. შეხვედრა წარმატებული და ნაყოფიერი იყო.“   

მინისტრმა გიულმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთსა და ჩინეთს შორის ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრების ფარგლებში დიალოგი და თანამშრომლობა გაიზარდა და ეს ვითარება ეკონომიკის, ვაჭრობისა და პოლიტიკის სფეროების გარდა სასამართლო სფეროშიც სასარგებლო შესაძლებლობებს იძლევა.  



მსგავსი ინფორმაციები