ერდოღანი პარიზიდან დაბრუნდა

მან თვითმფრინავში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა

1086868
ერდოღანი პარიზიდან დაბრუნდა

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა შეფასება მისცა რა საუდიელი ჟურნალისტის, ჯამალ გაშოხის მკვლელობის აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს, მათ "ნამდვილად ტრაგიკული" უწოდა.

ამის შესახებ მან საფრანგეთიდან დაბრუნებისას, სადაც მონაწილეობა მიიღო პირველი მსოფლიო ომის დასრულების მე-100 წლისთავის აღმნიშვნელ ზეიმში,  თვითმფრინავში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

"როდესაც საუდის არაბეთის დაზვერვის თანამშრომელმა მოისმინა გაშოხის მკვლელობის ჩანაწერი, ის შოკში ჩავარდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ ალბათ მკვლელს კოკაინი ჰქონია მიღებული, რადგან, ასეთი მკვლელობა მხოლოდ კოკაინ მიღებულმა პირმა შეიძლება ჩაიდინოსო", თქვა. აი ასეთია სინამდვილე და ამ დროს მავან-მავანები ამ ფაქტის მიჩქმალვას ცდილობენ“, განაცხადა ერდოღანმა.

იგი პარიზში თავის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან შეხვედრასაც შეეხო და თქვა, რომ ძირითადად სირიაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

"ტრამპი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იდლიბის საკითხს და ამ მხრივ დადებითად აფასებს და აქებს ჩვენს წარმატებებს. მე ვგრძნობ, რომ აშშ-ს ოფიციალურ პირებს შორის ზოგიერთ საკითხებში, განსაკუთრებით ქურთულ ტერ ორგანიზაცია  YPG-ს საკითხში, ერთმანეთში კომუნიკაციის ნაკლებობა აქვთ  და მე ტრამპს ვუთხარი, რომ ამ მხრივაც მრავალი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ“ ხაზი გაუსვა თურქმა პრეზიდენტმა.

მან შეფასება მისცა ასევე აშშ-ს მხრიდან ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სამი ლიდერის მიმართ დაწესებულ ძებნის ჯილდოსაც და მას მეტად დაგვიანებული ნაბიჯი უწოდა, ხოლო მეორეს მხრივ, ამერიკელების მხრიდან სირიული ქურთული ტერ ორგანიზაციის, YPG-ს მიმართ დიდი ოდენობით გაწეულ სამხედრო მატერიალურ და ფინანსურ დახმარებას, ხსენებული ორგანიზაციის ლეგიტიმაციის მცდელობა უწოდა



მსგავსი ინფორმაციები