თურქები ათათურქს არ ივიწყებენ

დღეს ათათურქის გარდაცვალების მე-80 წლისთავია

1085111
თურქები ათათურქს არ ივიწყებენ
Atatürk.jpg
ataturk 10 kasim.jpg
dunya 10 kasim1.jpg

თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების მე-80 წლისთავი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა. ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში, სიდნეიში და  მელბურნში  სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. კანბერაში ათათურქის ძეგლის გვირგვინით შემკობის შემდეგ ღონისძიებები თურქეთის საელჩოში გაგრძელდა. ღონისძიებაზე მისულმა თურქეთის მოქალაქეებმა ათათურქის გარდაცვალების საათ, 09:05 წუთზე    მის ხსოვნას ერთ წუთიანი პატივი მიაგეს, შემდეგ კი დამსწრე საზოგადოებამ თურქეთის ეროვნული ჰიმნი წაიკითხა და ამსი შემდეგ სიტყვით გამოსულმა თურქეთის საელჩოს მაღალჩინოსნებმა ათათურქის შესახებ ისაუბრეს. „თურქი ხალხი ძალიან იღბლიანები ვართ. როგორც ინგლისელი ერთ-ერთი პოლიტიკოსი აცხადებს, ყოველ ას წლეულში ერთ ერს,  ერთი ლიდერი გამოუჩნდება. მე-20 საუკუნეში ეს შანსი თურქებს მიეცათ. ჩვენის სახელმწიფოს ჩამომყალიბებელს და მასთან ერთად განმანთავისუფლებელ ბრძოლაში მებრძოლ  ყველა ადამიანს დიდი პატივისცემით მოვიხსენიებთ. ნათელში ამყოფოს მათი სულები,“ განაცხადა სიტყვით გამოსულმა კანბერაში თურქეთის  კონსულის გენერალურ მოადგილე, ოსმან ილჰან შენერმა. ათათურქის გარდაცვალების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც აღინიშნება.



მსგავსი ინფორმაციები