იბრაიმ ქალინმა აშშ-ს განცხადება შეაფასა

იბრაიმ ქალინმა აშშ-ს განცხადება შეაფასა

1082898
იბრაიმ ქალინმა აშშ-ს განცხადება შეაფასა

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაიმ ქალინმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს 3 ლიდერის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას ფრთხილად უდგებიან.

იბრაიმ ქალინმა ერთ-ერთი კერძო ტელევიზიის ეთერით აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა.

 

ქალინმა, აშშ-ს მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაციის 3 ლიდერის შესახებ მურათ ქარაილანის, ჯემილ ბაიქისა და დურან ქალქანის პირადობის ან ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებლებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესების თაობაზე გაკეთებული განცხადება შეაფასა.

"(ჯილდოს დაწესების განცხადებას) ფრთხილად ვუდგებით. უსარგებლო არ არის, დაგვიანებულია...  ამბობენ რომ YPG-ს PYD-ს PKK-სგან გამოყოფენ. ამით ვერ მოგვატყუებენ. ბევრჯერ მოვუყევით რომ მათი ორგანული კავშირი ინსტრუმენტალური კავშირი არ არის. ეს ძალიან დაგვიანებული ქმედებაა. ეს გააკეთონ, დადებითად შევხვდებით, მაგრამ დიდ სურათზე (სირიაში) YPG-სთან ჩართულობის დასაფარად გაკეთებული თუ არის 3 დღის შემდეგ სიმართლე გამომჟღავნდება." - განაცხადა ქალინმა.

იბრაიმ ქალინმა აშშ-ს და სირიის მანბიჯის რეგიონზე მიღწეული სამოქმედო გეგმის შესრულების საკითხზე თურქეთის მტკიცე გადაწყვეტილება ხაზგასმით აღნიშნა.

სამოქმედო გეგმა რეგიონის PKK/PYD/YPG-ს ნაწილებისგან გაწმენდას და მისი ნამდვილი მფლობელებისათვის გადაცემას ითვალისწინებს.

აშშ-ს ევროპისა და ევრაზიის საკითხებზე პასუხისმგებელი მდივნის მოადგილემ მეთიუ პალმერმა განაცხადა, რომ აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „სამართლიანობისთვის ჯილდოს“ პროგრამის ფარგლებში პირადობის ან ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ ტერორგანიზაციის 3 ლიდერის მურათ ქარაილანის ( 5 მილიონ დოლარამდე), ჯემილ ბაიქისა (4 მილიონ დოლარამდე) და დურან ქალქანის (3 მილიონ დოლარამდე) თაობაზე ინფორმატორებისთვის ფულადი ჯილდო დააწესეს.

პალმერის თქმით, აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK 1997 წელში ტერორგანიზაციად აღიარა, 2001 წელში კი მთავრობამ კი PKK „გლობალური ტერორისტული ელემენტების“ სიაში შეიტანა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები