ვიცეპრეზიდენტმა აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეაფასა

ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეაფასა

1081576
ვიცეპრეზიდენტმა აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეაფასა

ვიცეპრეზიდენტმა ფუათ ოქთაიმ, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეაფასა.

ოქთაიმ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არ მიუღია და დაამატა: „თუ სადმე სანქციების გადაწყვტილება მიიღება ამის ადგილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაა. გაეროში ამ გადაწყვტილების მიღების შემდეგ თურქეთის ჩათვლით ყველა ქვეყანა გააფრთხილეს. მხოლოდ ერთი ქვეყნის მიერ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებების ყველა ქვეყნის მიერ შესრულების მოთხოვნა სამართლიანი არ არის.“

ვიცეპრეზიდენტის თქმით, ირანი, რომელსაც აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის მეზობელი ქვეყნაა.

„ჩვენს მეზობელთან, განსაკუთრებით სავაჭრო და ენერგო სფეროში ძალზედ ღრმა კავშირების მქონე ენერგო მომმარაგებელ ქვეყანასთან ერთ დღეში ყველაფრის შეწყვეტის შანსი არ გაგვაჩნია. ეს ისედაც მრავალჯერ განვაცხადეთ.“-აღნიშნა ფუათ ოქთაიმ.  



მსგავსი ინფორმაციები