ერდოღანმა სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ Washington Post-ს

“გაშოხის მკვლელობის ბრძანება, რიადის ხელისუფლებიდან მოვიდა“

1080710
ერდოღანმა სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ Washington Post-ს

 

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტატია მისწერა ამერიკულ გაზეთ Washington Post-ს, რომელშიც აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთელი ჟურნალისტის, ჯამალ გაშოხის მკვლელობის ბრძანება, თვით ამ ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან მოვიდა.

"გაშოხის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი კითხვა, რომლებსაც პასუხი უნდა გასცეს საუდის არაბეთის ხელისუფლებამ. ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ ჟურნალისტის მკვლელობის ბრძანება საუდის არაბეთის მთავრობის უმაღლესი ორგანოებიდან მოვიდა. მაგრამ, არ მჯერა, რომ ეს ბრძანება თვით მეფე სალმანის მხრიდან მოდიოდეს“, წერს ერდოღანი და ამატებს, რომ დანაშაულის ჩამდენები იმ 18 პირს შორის არიან, რომლებიც რიადიდან სპეციალურად ჩამოვიდნენ სტამბოლში.

“ამ მკვლელობასთან დაკავშირებით ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები გავუზიარეთ ყველა მეგობარ და მოკავშირე ქვეყანას, მათ შორის აშშ-ს. მართალია ჩვენ დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს რიადთან, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს  რომ, ჩვენ თვალები დავუხუჭოთ ამ მკვლელობას და მისი იგნორირება მოვახდინოთ. არავინ არ უნდა გაბედოს ნატოს მოკავშირე ტერიტორიაზე ასეთი დანაშაულის ჩადენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა იცოდეს, რომ ასეთ დანაშაულს ძალიან სერიოზული შედეგები ექნება. სამწუხაროდ, საუდის ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ითანამშრომლოს მართლმსაჯულებასთან და დაეხმაროს გაშოხის მკვლელობის გახსნას, პირიქით შვრება, ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა წინასწარ დაგეგმილი ეს მკვლელობა მიჩქმალოს", აღნიშნავს ერდოღანი.

მისივე თქმით, გაშოხის მკვლელობის შემდეგ ერთი თვე გავიდა და ის იმსახურებს ისლამური პროცედურების დაცვით დაკრძალვას.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ამერიკულ გაზეთ ვაშინგტონ პოსტის საუდიელი კორესპონდენტი ჯამალ გაშოხი, საუდის არაბეთის სტამბოლის გენერალურ საკონსულოში შევიდა, სადაც იგი ჯერ გაგუდეს და შემდეგ მისი სხეული დაანაწევრეს და ისე გაანადგურეს, რომ გვამის ძებნამ ჯერ ჯერობით რაიმე შედეგი არ მოიტანა.



მსგავსი ინფორმაციები