თურქეთი საბერძნეთს აფრთხილებს

თურქეთი საბერძნეთს აფრთხილებს

1079278
თურქეთი საბერძნეთს აფრთხილებს

თურქეთის მმართველი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა, საბერძნეთის მხრიდან ტერიტორიულ წყლების ეტაპობრივად გაფართოების მცდელობას  სახიფათო ქმედება უწოდა. ჩელიქმა ამის შესახებ პარტიის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. „საბერძნეთის მხრიდან ტერიტორიული წყლების ეტაპობრივად გაფართოების მცდელობა სახიფათო ნაბიჯებია და მას არ უნდა დაავიწყდეს, რომ მსგავს შემთხვევაში თურქეთი მკაცრ პასუხს გასცემს,“ განაცხადა AKP-ს პრესსპიკერმა. მან, პრესკონფერენციის დროს თურქეთის მიერ ეროვნული შესაძლებლობებით წარმოებულ საბურღ გემ, ფათიჰის ხმელთაშუა ზღვაში ჩასატარებელი სამუშაოების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გემი უახლოეს მომავალში დაიწყებს საბურღ სამუშაოებს და მის უსაფრთხოებას თურქეთის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ რა, საბერძნეთის ან კიდევ კვიპროსის ბერძნული მხარის მიერ ნებისმიერი სახის შევიწროებით ქმედებების შემთხვევაში,   შესაბამისი პასუხი გაეცემათ.  



მსგავსი ინფორმაციები