ბინალი ილდირიმი არგენტინას გაეგზავრა

იგი დიდ ოციანთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

1078132
ბინალი ილდირიმი არგენტინას გაეგზავრა

 

თურქეთის დიდი ეროვნული კრების (პარლამენტის) თავჯდომარე ბინალი ილდირიმი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აეროსში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს G-20 ქვეყნების პარლამენტების თავჯდომარეების სამიტში.

გამგზავრების წინ მან ანკარის ესენბოღას აეროპორტში გამართულ პრეს კონფერენციაზე შეფასება მისცა რა, გუშინ, ერდოღანის მხრიდან სტამბოლში საზეიმოდ გახსნილ ახალ აეროპორტს, თქვა, რომ იგი არა მხოლოდ მსოფლიოში ყველაზე უდიდესი იქნება, არამედ მსოფლიო საავიაციო მარშრუტებსაც შეცვლის.

მისი თქმით ბუენოს აირესში განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიც არის ეკონომიკური აღორძინების დაფინანსების, გენდერული თანასწორობის, მდგრადი ვაჭრობის, ეფექტიანი მმართველობის,   ცვალებად სამყაროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა საკითხებს.

ახალი აეროპორტისა და მისი სახელის შესახებ საუბრისას კი თქვა: "სტამბოლი მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე ლამაზი და დიდი ქალაქია მსოფლიოში და მისთვის სტამბოლის დარქმევა ძალიან მოუხდა მას.  როცა ნაპოლეონს შეეკითხნენ, მან თქვა, რომ "თუ სამყაროს ერთ სახელმწიფოდ გადააქცევდა, მაშინ ამ მსოფლიო სახელმწიფოს დედაქალაქად სტამბოლს აირჩევდა“.

პრეს კონფერენციის დასრულების შემდეგ ბინალი ილდირიმი არგენტინას გაემგზავრა



მსგავსი ინფორმაციები