პრეზიდენტმა ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა

ერდოღანმა საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალური შეფასება გააკეთა

1073990
პრეზიდენტმა ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით ისაუბრა

პრეზიდენტი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური თავმჯდომარე, რეჯებ თაიპ ერდოღანი, პარტიის თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

ერდოღანმა საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული საუდელი ჟურნალისტის ჯემალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალური შეფასება გააკეთა.

მისი თქმით, მომხდარის თავიდან ბოლომდე გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ მკვლელობა წინასწარ იყო ორგანიზებული, ჯემალ ხაშოგის საკონსულოში შესვლამდე საუდის არაბეთიდან გენერლების, სასამართლო მედიცინის ექსპერტების და დაზვერვის თანამშრომლებისგან შემდგარი 15 კაციანი ჯგუფი საკონსულოში შევიდა, დაგეგმილი მკვლელობა ჩაიდინა, რის შემდეგაც მტკიცებულებების გაქრობას შეცადა.   

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ჯერ უარყო ხაშოგის მკვლელობის ბრალდებები, თუმცა აღმოჩენილი მტკიცებულებებით იძულებული გახდა მკვლელობა ეღიარებინა.

„მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ხაშოგი სასტიკ მკვლელობას ემსხვერპლა. საიდუმლოდ დარჩენა კაცობრიობის სინდისს იარას მიაყენებს. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ მკვლელობის აღიარებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.“-განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზმა მასთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მომხდარში მონაწილე 18 ადამიანი დაკავებულია.

„დღეს აქედან მოწოდებას ვაკეთებ, მოწოდება მეფესა და ხელისუფლებას ეხება. ფაქტი სტამბოლში მოხდა. ვაყენებ წინადადებას 18 დაკავებულის გასამართლება სტამბოლში მოხდეს... ეს იმის გამო რომ პოლიტიკური მკვლელობაა, თუ არის სხვა ქვეყნებში დანაშაულის თანამონაწილეები, საჭიროა მათი გამოძიებაში ჩართვაც... ეს 15 ადამიანი მკვლელობის დღეს რატომ შეიკრიბა სტამბოლში. მათ ვისგან მიიღეს ბრძანება, საკონსულოს შენობა რატომ არა მაშინვე და რამდენიმე დღის შემდეგა გახსენ გამოძიებისთვის, როდესაც სახეზე იყო მკვლელობა რატომ გაკეთდა ამდენი შეუსაბამო განცხადება, რატომ ვერ იქნა აღმოჩენილი ცხედარი, თუ სწორია ცხედრის ადგილობრივი თანამონაწილისთვის გადაცემა, ვინ არის ეს ადგილობრივი თანამონაწილე? ნურავინ იფიქრებს, რომ სანამ ამ შეკითხვებს პასუხი არ გაეცემა საკითხი დაიხურება. უსაფრთხოების სამსახურის ხელთ არსებული ცნობები მიანიშნებს, რომ მომხდარი წინასწარ იყო დაგეგმილი. ამგვარი საკითხის უსაფრთხოების რამდენიმე თანამშრომელსა და დაზვერვის სამსახურის წევრებზე დაბრალება საზოგადოებას არ დააკმაყოფილებს. კაცობრიობის სინდისი მაშინ დაკმაყოფილდება, როდესაც ბრძანების მიმცემიდან შემსრულებლამდე ყველას პასუხი მოეთხოვება.“    



მსგავსი ინფორმაციები