ჩავუშოღლუ პომპეოსს შეხვდა

განიხილეს სტამბოლში დაკარგული არაბი ჟურნალისტის საქმე

1070509
ჩავუშოღლუ პომპეოსს შეხვდა

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თავის ამერიკელ კოლეგა მაიკ პომპეოსს ანკარის ესენბოღას აეროპორტში შეხვდა და განიხილეს 2 ოქტომბერს, საუდის არაბეთის სტამბულის საკონსულოში შესული და შემდეგ გაუჩინარებული საუდიელი ჟურნალისტის, ჯემალ გაშოხის საქმე.

საუბარმა 40 წუთს გასტანა და მისი დასრულების შემდეგ ჩავუშოღლუმ ჟურნალისტების შეკითხვებს გასცა რა პასუხი, თქვა, რომ სამწუხაროდ, გუშინ საღამოს არ შესდგა საუდის არაბეთის კონსულის რეზიდენციის შემოწმება და ძიება და იგი დღეს შეიძლება ჩატარდეს.

თურქეთ-აშშ-ს ურთიერთობების შეფასებისას ჩავუშოღლუმ თქვა: "სანქციები აბსურდული იყო. ჩვენ უკვე იმ აზრზე ვართ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებში სანქციები ან მსგავსი ზეწოლები აღარ იქნას გამოყენებული“.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, მაიკ პომპეო და მისი თანმხლები დელეგაცია თურქეთიდან გაემგზავრნენ.



მსგავსი ინფორმაციები