ანტალია ევრაზიის პარლამენტების თავჯდომარეების შეკრებას მასპინძლობს

მასში მონაწილეობას იღებს 38 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი

1064454
ანტალია ევრაზიის პარლამენტების თავჯდომარეების შეკრებას მასპინძლობს

 

ანტალია ევრაზიის პარლამენტების თავჯდომარეების მე-3 შეკრებას მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას იღებს 38 ქვეყნის 700-მდე წარმომადგენელი და განიხილავენ ეკონომიკური თანამშრომლობის, გარემო დაცვის და მდგრადი განვითარების საითხებს.

ევრაზიის პარლამენტების თავჯდომარეების პირველ შეხვედრას რუსეთმა, მეორეს კი სამხრეთ კორეამ უმასპინძლა.

ანტალიის შეკრებას თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე ბინალი ილდირიმი წარუძღვება და მას ამასთან ერთად ზოგიერთ კოლეგებთან პირისპირი შეხვედრებიც ექნება.

ამ შეხვედრების ფარგლებში მას დღეს პირისპირი შეხვედრა ჰქონდა ჯერ რუსეთის სახელმწიფო დუმის თავჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინთან, შემდეგ ყაზახელ კოლეგა ნურლან ნიგმატულინთან და ძირითად ორმხრივ ურთიერთობებს დაუთმეს ყურადღება.

სტუმართა საპატივსაცემოთ ილდირიმი დღეს საღამოს მიღებას გამართავს.

ანტალიის შეკრება მუშაობას ოთხშაბათს, ერთობლივი დეკლარაციის გამოქვეყნებით დაასრულებს



მსგავსი ინფორმაციები