საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან აქტუალური საკითხები შეაფასა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან აქტუალური საკითხები შეაფასა

1058390
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან აქტუალური საკითხები შეაფასა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ამერიკის ქალაქ ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან აქტუალური საკითხები შეაფასა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი გერმანიაში ვიზიტი იმყოფება.

მისივე თქმით, პრეზიდენტი გერმანიიდან საფრანგეთში გაემგზავრება.

„სირიის საკითხზე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანთან ხანგრძლივ შეხვედრას გავმართავთ. პოლიტიკურ პროცესს, იდლიბს და სხვა საკითხებს და რა თქმა უნდა ტერორთან ბრძოლის საკითხებს განვიხილავთ... ჟენევაში გადავალთ და დასავლეთ ბალკანეთის შეკრებაში მივიღებთ მონაწილეობას რა ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. დასავლეთ ბალკანეთში სიმყიფე ყოველთვის არსებობს. განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში ეს უფრო მეტად რისკს წარმოადგენს“-აღნიშნა მინისტრმა.

ჩავუშოღლუს განცხადებით, ამ შეხვედრაში, რომელსაც ბევრი ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერი დაესწრება, პრეზიდენტ ერდოღანის სახელით თავად მიიღებს მონაწილეობას და კიდევ ერთხელ გამოხატავენ თურქეთის დასავლეთ ბალკანეთის მიმართ მხარდაჭერას.



მსგავსი ინფორმაციები