ერდოღანმა და მერკელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

1058804
ერდოღანმა და მერკელმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ერდოღანის განცხადებით, მერკელთან შეხვედრაზე თანამშრომლობის მექანიზმის მოქმედების განახლების თაობაზე აზრთა ერთიანობას მიაღწიეს და თურქეთის მოქალაქეებისათვის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დარჩენილი 6 კრიტერიუმის უმოკლეს დროში შესრულებას გეგმავენ.  

მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმა სირიის კრიზისის თაოსნობით რეგიონალურ საკითხებში სერიოზული პასუხიმგებლობა აიღო.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი ისევე როგორც სხვა სფეროებში ეკონომიკურ სფეროშიც შესაძლო საფრთხეების წინააღმდეგ მომზადებულია და შესწევს ძალა ისინი თავიდან აიცილოს.

ერდოღანის განცხადებით, გერმანიისგან ტერორგანიზაციებთან უფრო ეფექტურად ბრძოლის მოლოდინსა და ამ მიმართულებით მოთხოვნებზე დეტალურად ისაუბრეს.

პრეზიდენტის თქმით, სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს ათასობით წევრი გერმანიაში იმყოფება და დაამატა: „ერთმანეთის მიმართ ნდობით, სადაც ვისაც ვიჭერთ მათი ექსტრადიცია საქმეს გააადვილებს.“

დაპატიმრებულებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ერდოღანმა უსაპუხა: „არც მე მაქვს გერმანიის სასამართლო სისტემის, სასამართლოების გაკრიტიკების უფლება და არც თქვენ გაქვთ უფლება გააკრიტიკოთ თურქული სასამართლო სისტემა.“

მისივე თქმით, ფეტულაჰის ტერორგანიზაცია (FETÖ)-ს ასობით წევრი გერმანიაში იმყოფება.

სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნების შემდეგ გერმანიაში გაქცეულ ჯან დუნდართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა რომ ეს პიროვნება აგენტია და სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნების გამო მას თურქეთის სასამართლომ 5 წლითა და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

„ჩვენ ვართ ქვეყანა რომელმაც დამნაშავეების ექსტრადიცია მოახდინა. ასეთი დამნაშავის ექსტრადაციის მოთხოვნა ჩვენი ბუნებრივი უფლებაა. მოვითხოვეთ მსჯავრდებული პირის ექსტრადიცია. ჯან დუნდარი აგენტია, რომელმაც სახელმწიფო საიდუმლოება გაამჟღავნა.“   

ერდოღანმა მერკელთან ხვალ დაგეგმილ საუზმესთან დაკავშირებით აღნიშნა: „ხვალინდელ შეხვედრას თურქეთ-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, ხვალ ეკონომიკურ ურთიერთობებს განვიხილავთ.“

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა: „სირიის საკითხზე თურქეთის, რუსეთის, საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურებისა და ჩემი მონაწილეობით ოთხმხრივი სამიტის ოქტომბერში ჩასატარებლად ვმუშაობთ... PKK გერმანიაში აკრძალულია, FETÖ-ს საკითხზე უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება. 15 ივლისის (2016) გადატრიალების მცდელობას ვგმობთ, ადრეც ვთქვი, კატეგორიულად მიუღებელია.. გერმანიას სტაბილური, მუდმივად ეკონომიკურად მზარდი თურქეთი სურს იხილოს... თურქეთთან ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაფართოება გვსურს, გამოცოცხლდება კონტაქტები შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის.“



მსგავსი ინფორმაციები