ერდოღანი ნიუ-იორკში მნიშვნელოვან შეხვედრებს განაგრძობს

ერდოღანი ნიუ-იორკში მნიშვნელოვან შეხვედრებს განაგრძობს

1056009
ერდოღანი ნიუ-იორკში მნიშვნელოვან შეხვედრებს განაგრძობს
erdoğan rohani.jpg

თურქეთის პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის პრეზიდენტ, ჰასან რუჰანის და იაპონიის პრემიერმინისტრ შინზო აბეს შეხვდა. გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მონაწილეობის მიზნით,  ნიუ-იორკში მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა ჯერ იაპონიის პრემიერმინისტრი შინზო აბე მიიღო. ერდოღან-აბეს შეხვედრას თურქეთიდან  საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთთინ ქოჯა და მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრი  მუსტაფა ვარანქი ესწრებოდნენ. თურქეთის პრეზიდენტმა შემდეგ  თავისი ირანელი კოლეგა, ჰასან რუჰანი მიიღო რა, ამ შეხვედრას თურქეთიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, სახაზინო და ფინანსთა მინისტრი  ბერათ ალბაირაქი და  ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ჰაქან ფიდანი ესწრებოდნენ. ნიუ-იორკში მყოფმა ერდოღანმა შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბს, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ქუდრეთ ოზერსაის და ბელგიის პრემიერმინისტრ, ჩარლზ მიშელის შეხვდა. ყველა შეხვედრა პრესისათვის დახურულ ფორმატში გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები