ჩავუშოღლუ ვენესუელას სტუმრობს

მან ამ ქვეყანას ეროვნული ვალუტებით ვაჭრობა შესთავაზა

1054524
ჩავუშოღლუ ვენესუელას სტუმრობს

 

ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ მიიღო თავისმა კოლეგამ ხორხე არეაზამ მიიღო და პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ ერთობლივი პრეს კონფერენცია გამართეს, რომელზედაც თურქმა დიპლომატმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ დოლარი შეურაცხმყოფელი თავდასხმებისა და ზეწოლის საშუალებად გამოიყენა, სხვა ქვეყნებმა ჭკუას უნდა მოუხმონ და ერთმანეთთან ვაჭრობაში ადგილობრივი ვალუტები უნდა გამოიყენონ.

“არც ერთმა სახელმწიფომ თავისი ეროვნული ვალუტა სხვაზე ზემოქმედების საშუალებად არ უნდა გამოიყენოს. ჩვენ ვენესუელასთან და სხვა ქვეყნებთანაც ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში ჩვენივე ვალუტებით ვაჭრობა გვინდა.  თურქეთი ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის სამიზნე გახდა, მაგრამ ამ სავალუტო თავდასხმას ძალიან ძლიერი ეკონომიკით დახვდა და მიიღო ყველა აუცილებელი ეკონომიკური ზომები, რათა ეს თავდასხმა უფრო იოლად გადაეტანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების აქტიური ურთიერთთანამშრომლობით ამ პრობლემის გადალახვას შევძლებთ“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.

თურქი სტუმარი მიიღეს ასევე ჯერ ვენესუელის ვიცეპრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა და შემდეგ პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ  



მსგავსი ინფორმაციები