ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა

ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა

1050008
ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
erdoğan azerbaycan.jpg

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ბაქოს გათავისუფლების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიებში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანში გაემგზავრა. ერდოღანი სტამბოლის, ათათურქის აეროპორტიდან ვიცეპრეზიდენტ, ფუათ ოქტაიმ, სტამბოლის გუბერნატორმა ვასიფ შაჰინმა და სხვა მთავრობის წარმომადგენლებმა გააცილეს. ერდოღანთან ერთად აზერბაიჯანში თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აქარიც გაემგზავრა. აზერბაიჯანში ჩასულ თურქეთის დელეგაციას, ჰაიდარ ალიევის აეროპორტში ვიცეპრემიერი,  იაგუბ ეიუბოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, რამიზ ჰასანოვი, აზერბაიჯანის ელჩი ანკარაში, ჰაზარ იბრაჰიმი და თურქეთის ელჩი ბაქოში, ერქან ოზორალი დახვდნენ.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #აზერბაიჯანი

მსგავსი ინფორმაციები