იზმირში 183 არარეგულარული მიგრანტი დააკავეს

იზმირის დაბა ჩეშმეში არალეგალური გზებით საბერძნეთში გადასვლის მცდელობისას 183 არარეგულარული მიგრანტი დააკავეს

1038287
იზმირში 183 არარეგულარული მიგრანტი დააკავეს

იზმირის დაბა ჩეშმეში არალეგალური გზებით საბერძნეთში გადასვლის მცდელობისას 183 არარეგულარული მიგრანტი დააკავეს.

სანაპირო უსაფრთხოების დაცვის თვითმფრინავმა ალაჩათის უბნის მერსინლის ყურეში 3 რეზინის ნავი დააფიქსირა.  

რეგიონში გაგზავნილი სანაპირო დაცვის ნავის მიერ შეჩერებულ ნავებზე ცენტრალური აფრიკისა და ერაყის, პალესტინის, კონგოს, სენეგალის, სირიის და სხვა ქვეყნის მოქალაქე 139 მიგრანტი დააკავეს.

კუნძულ ალევის წინა ადგილებში რეზინის ნავზე მიგრანტების ყოფნის თაობაზე შესული ინფორმაციის შემდეგ სანაპირო დაცვის ჯგუფებმა ოპერაცია დაიწყეს, რომლის დროსაც 21 სირიელი, 10 პალესტინელი და 13 ერაყელი მთლიანობაში 44 ადამიანი დააკავეს.

ნაპირზე გადაყვანილი მიგრანტები პროცედურების შემდეგ პროვინციის მიგრაციის სამმართველოში გადაიყვანეს.

არალეგალური გზებით საზღვარგარეთ გასვლის მსურველი 32 არარეგულარული მიგრანტი დააკავეს ასევე ქირქლარელში.  

ჟანდარმერიის ჯგუფებმა ბულგარეთში გადასასვლელ დერექოის სასაზღვრო კარსა და ბაბაესკის რაიონში არალეგალური გზებით ევროპაში გადასვლისთვის მზადებაში მყოფი ერაყის, ავღანეთისა და პაკისტანის მოქალაქეები დაკავეს, რომლებიც პროცედურების შემდეგ ქირქლარელის მიგრაციის სამმართველოში გადაიყვანეს.


საკვანძო სიტყვები: #იზმირი , #მიგრანტები

მსგავსი ინფორმაციები