საგარეო საქმეთა მინისტრი თათრეთის რესპუბლიკაში ჩავიდა

ჩავუშოღლუ რუსეთის ფედერაციაში შემავალ თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში პრეზიდენტ რუსტემ მინიჰანოვს შეხვდა

1037363
საგარეო საქმეთა მინისტრი თათრეთის რესპუბლიკაში ჩავიდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუდ ჩავუშოღლუ, მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ რუსეთის ფედერაციაში შემავალ თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში პრეზიდენტ რუსტემ მინიჰანოვს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთში ვიზიტის დროს მის კოლეგა სერგეი ლავროვთან ნაყოფიერი შეხვედრა გამართა.

მისივე თქმით, იგი ასევე შეხვდა პრეზიდენტ პუტინს და მასთან რეგიონალური და ორმხრივი საკითხები განიხილეს.

„ორ სახელმწიფოს მეთაურს (ერდოღანი და პუტინი) და ჩვენს შორის არსებული კონტაქტები, ისევე როგორც ორივე ქვეყნისთვის ასევე რეგიონის უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და სტაბილურობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.  

მისივე თქმით, რუსეთი თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ბედნიერია, რომ მოსკოვის შემდეგ ყაზანში იმყოფება.

თათრეთის პრეზიდენტმა მინიჰანოვმა კი თურქეთს თათრეთში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების გამო პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქ უფლებამოსილებს მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, თურქეთსა და თათრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელში 40%-ით გაიზარდა და დაამატა: „დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ბევრ პროექტს ერთად განვახორციელებთ. განსაკუთრებით ზოგიერთი პროდუქციის თურქეთის ბაზარზე შესასვლელად ყურადღებით ვასრულებთ სამუშაოებს. ამ საკითხზე თურქი უფლებამოსილებისაგანაც დიდ მხარდაჭერას ვხედავთ.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #თათრეთი

მსგავსი ინფორმაციები