პრეზიდენტმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა

პრეზიდენტმა 1071 წლის 26 აგვისტოს მანასკერტის ბრძოლაში გამარჯვების კვირეულთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა

1037535
პრეზიდენტმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა 1071 წლის 26 აგვისტოს მანასკერტის ბრძოლაში გამარჯვების კვირეულთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ შიგნიდან და გარედან წამოსული შემოტევების მიუხედავად ერის თითქმის ათასი წლის მანძილზე ამ მიწაზე დამკვიდრება მანასკერტის სულის მეშვეობით მოხდა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მანასკერტის ომში გამარჯვებას, რომელმაც ანატოლიის სამუდამო სამშობლოდ დამკვიდრება უზრუნველყო, აგვისტოს თვის ბოლო კვირის მანძილზე დიდი სიამაყით „გამარჯვების კვირეულის“ სახელით აღნიშნავენ.

„ჩვენი ერის მიერ მანასკერტში 1071 წელში დაწყებული დიდებული მსვლელობა, ყველა სირთულის მიუხედავად მიღწეული გამარჯვებების შემდეგ, რესპუბლიკის დაარსებით დაგვირგვინდა. 30 აგვისტოს მარტოდ დარჩენილმა ერმა, რომელმაც თქვა „ან თავისუფლება ან სიკვდილი“ მთელს მსოფლიოს აჩვენა რის მიღწევა შეუძლია, დამოუკიდებლობისა და ღირსებისათვის რისი გაკეთება შეუძლია... მანამდე, სანამდე ეს სული ფეხზე იდგება, რომელიც განსხვავებების მიუხედავად ჩვენს მიერ ერთმანეთის დაცვის შესაძლებლობას ბადებს, ვერავინ აღუდგება წინ ჩვენი ქვეყნის მიერ 2023 წლის მიზნების, 2053 და 2071 წლების ხედვის განხორციელებას.“  

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დროსაც მანასკერტის სულმა იჩინა თავი.

ერდოღანმა მიმართვაში ხაზგასმით ისაუბრა ერთიანობის მნიშვნელობაზე და დასძინა: „ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე განხორციელებული თავდასხმების წინააღმდეგ გამოჩენილი ერთიანობა, აჩვენებს ჩვენი ერის მიერ საკუთარი ნების დაცვის სიმტკიცის გაგრძელებას.“  



მსგავსი ინფორმაციები