ერდოღანს სატელეფონო საუბრები ჰქონდა
მან ზოგიერთი ქვეყნის ლიდერს ყურბან ბაირამობა მიულოცა
1036088
პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, ყურბან ბაირამობის პირველ დღეს, სატელეფონო საუბრები გამართა ზოგიერთი ქვეყნების ლიდერებთან.
საპრეზიდენტო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი ყატარის ემირს, შეიხ თემინ ბინ ჰამედ ალ სანის, ბოსნია-ჰერცეგოვინის სახელმწიფო პრეზიდენტების საბჭოს თავჯდომარე ბაქირ იზზეტბეკოვიჩს და კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ თაჩის ტელეფონით დაუკავშირდა და მიულოცა რა მათ ყურბან ბაირამობა, ისლამურ სამყაროს და მთელ კაცობრიობას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა