თურქეთმა აშშ-ს გადაწყვეტილება გააპროტესტა

თურქეთმა აშშ-ს გადაწყვეტილება გააპროტესტა

1024217
თურქეთმა აშშ-ს გადაწყვეტილება გააპროტესტა

თურქეთმა აშშ-ს მიერ 2 თურქი მინისტრისთვის სანქციის დაწესების გადაწყვეტილება გააპროტესტა.

აშშ-ს პირველი პასუხი, მას შემდეგ რაც თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს მიმართ სანქციის დაწესების გადაწყვეტილება გამოაცხადა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასცა.

წერილობით განცხადებაში ნათქვამია: "აღნიშნული აგრესიულ პოზიციას, რომელიც არანაირ მიზანს არ ემსახურება, დაუყოვნებლივ იგივე პასუხი გაიცემა."

აქვე ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი სერიოზულობის ჩარჩოებში არ ჯდება და მისი ახსნა სამართლის მცნებითაც შეუძლებელია. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა: "აშშ-ს სანქციის გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება."

თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა აღნიშნა რომ ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონისათვის შინაპატიმრობა მისჯის გამო თურქეთის შინაგან და იუსტიციის მინისტრებს სანქციებს დაუწესებენ.


საკვანძო სიტყვები: #აშშ , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები