პკკ-ამ კიდევ ერთი ბავშვის სისხლი დაღვარა

ბავშვთან ერთად მისი დედაც დაიღუპა

1023509
პკკ-ამ კიდევ ერთი ბავშვის სისხლი დაღვარა

 

ქურთი სეპარატისტების ბოროტმა და მსახვრალმა ხელმა კიდევ ერთი, 11 თვის ბავშვი გამოასალმა სიცოცხლეს.

პკკ-ას წევრების მიერ ჰაქქარის გზაზე განთავსებული ხელნაკეთი ბომბი სამხედრო ბაზიდან დაბრუნებული სამოქალაქო ავტომანქანის გავლისას აფეთქდა, რომლის დროსაც ბავშვის დედა ადგილზევე დაიღუპა, ხოლო მძიმედ დაჭრილი ბავშვი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამით პკკ-ამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა ნამდვილი სახე და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის ბავშვის თუ ქალის სისხლის დაღვრაც ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს



მსგავსი ინფორმაციები