ჩავუშოღლუ ASEAN-ის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში ASEAN-ის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

1022153
ჩავუშოღლუ ASEAN-ის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუდ ჩავუშოღლუ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის (ASEAN) საგარეო საქმეთა მინისტრების 51-ე შეხვედრაზე დასასწრებად სინგაპურში გამგზავრებამდე ანკარაში ASEAN-ის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

დიპლომატიური წყაროს ცნობით, ჩავუშოღლუ ანკარაში ფილიპინების, ინდონეზიის, სინგაპურის, ვიეტნამის, მალაიზიის, ბრუნეის, ტაილანდის ელჩებს შეხვდა.    

მინისტრმა ჩავუშოღლუმ საკითხთან დაკავშირებით „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „სინგაპურში გასამართ ASEAN-ის საგარეო საქმეთა მინისტრების 51-ე შეხვედრის დაწყებამდე, ASEAN-ის ქვეყნების ელჩებს ანკარაში შევხვდი. ვისაუბრეთ თურქეთ-ASEAN-ის თანამშრომლობის შესახებ, რომელიც თანდათან ვითარდება და მრავალფეროვანი ხდება.“

სინგაპურში აღნიშნული შეხვედრა 1-4 აგვისტომდე გაიმართება და მასში მინისტრი ჩავუშოღლუ თურქეთის სახელით მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრის ფარგლებში თურქეთსა და ასოციაციას შორის გასულ წელს სექტორული დიალოგის პარტნიორობის შექმნის შემდეგ პირველად გაიმართება „ASEAN-თურქეთის სამმხრივი მინისტრთა შეხვედრა“. ასევე გათვალისწინებულია ჩავუშოღლუსა და მისი კოლეგების პირისპირი შეხვედრების გამართვაც.   

ASEAN-ი დამაარსებელი წევრებისგან ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, ფილიპინები და სინგაპური ასვე ბრუნეი, ვიეტნამი, ლაოსი, მიანმარი და კამბოჯისგან შედგება.


საკვანძო სიტყვები: #საგარეო საქმეთა მინისტრი , #ASEAN

მსგავსი ინფორმაციები