ჩავუშოღლუმ აშშ-ს მუქარას უპასუხა

ჩავუშოღლუმ აშშ-ს მუქარას უპასუხა

1020307
ჩავუშოღლუმ აშშ-ს მუქარას უპასუხა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ "ტვიტერი"-თ უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ გუშინ შინაპატიმრობა მისჯილი, ფეტულაჰის ტერორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი პასტორის ენდრიუ ბრანსონის არ გათავისუფლების შემთხვევაში თურქეთისათვის სანქციების დაწესების მუქარებს.

"ვერავინ უკარნახებს თურქეთს რა გააკეთოს. მუქარებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიტანთ. კანონები ყველასთვის მოქმედებს." 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: " თუ პასტორ ბრანსონს არ გაათავისუფლებენ აშშ სანქციებს დააწესებს."

ტრამპის განცხადებამდე კი პენსმა აღნიშნა რომ ბრანსონის აშშ-ში წასაყვანად მუშაობას გააგრძელებენ და მისი არ გათავისუფლების შემთხვევაში სანქციებს დააწესებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვავე განცხადებაში კი ნათქვამია " თურქეთს ვერავინ მისცემს ბრძანებას, თურქეთს ვერავინ დაემუქრება... აშშ-ს ხელისუფლებას მოვუწოდებთ ეს მცდარი რიტორიკა გვერდზე გადადოს და დაუბრუნდეს კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებს."


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები