ერდოღანი აფრიკულ ტურნეში მიემგზავრება

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან იგი ზამბიას გადავა

1017066
ერდოღანი აფრიკულ ტურნეში მიემგზავრება

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, რეჯეპ თაიპ ერდოღანი მორიგ აფრიკულ ტურეს იწყებს.

იგი 25-27 ივლისს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში, BRICS/ბრიგსის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გაერთიანება) სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების სამიტს დაესწრება, ხოლო შემდეგ, 28 ივლისს კი ზამბიაში განახორციელებს ოფიციალურ ვიზიტს.

ბრიგსის სამიტის ფარგლებში მას ორმხრივი შეხვედრები ექნება თავის უცხოელ კოლეგებთან და ძირითადად ყურადღებას ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად, აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებს დაუთმობენ. თურქეთის მსგავსად, ბრიგსის წევრი ქვეყნებიც დიდ ოციანთა რიგებში შედიან.

ზამბიაში ვიზიტის დროს თურქ პრეზიდენტს მისი კოლეგა ჩაგუა ლუნგუ მიიღებს და განიხილავენ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება-გაფართოების საკითხებს.

ეს იქნება თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ზამბიაში და ამიტომ მას ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია



მსგავსი ინფორმაციები