ავღანელების არალეგალური შემოსვლა თურქეთში გახშირდა

ერზინჯანში კიდევ 76 უკანონო მიგრანტი დააკავეს

1017019
ავღანელების არალეგალური შემოსვლა თურქეთში გახშირდა

 

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ერზინჯანის ოლქში, 76 უკანონო მიგრანტი თურქეთში შემოსვლისას დააკავეს.

ჟანდარმერიის თანამშრომლებმა ერზინჯან-ერზრუმის გზატკეცილზე, ეჭვის საფუძველზე, 1 სამგზავრო ავტობუსი გააჩერეს და პირადობების კონტროლისას, თურქეთში არალეგალური გზებით შემოსული 23 ავღანელი მოქალაქე აღმოაჩინეს.

იმავე რეგიონში შემდეგ კიდევ ორი სხვადასხვა ოპერაცია ჩატარდა, რომლის დროსაც კიდევ 53 არალეგალი დააკავეს და მათგან 7 ბავშვია.

უკანონო მიგრანტები, რომლებიც გაიარეს ჯანმრთელობის შემოწმება, ჟანდარმერიის სარდლობაში რეგისტრაციისთვის გადაიყვანეს



მსგავსი ინფორმაციები