ქალინი: „15 ივლისს ფეხზე დამდგარი თურქეთი მომავლისთვის დამაჯერებლად აგრძელებს წინსვლას“

ქალინი: „15 ივლისს ფეხზე დამდგარი თურქეთი მომავლისთვის დამაჯერებლად აგრძელებს წინსვლას“

1012389
ქალინი: „15 ივლისს ფეხზე დამდგარი თურქეთი მომავლისთვის დამაჯერებლად აგრძელებს წინსვლას“

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა გაზეთ, „Daily Sabah“ -სთვის დაწერილ სტატიაში სახელწოდებით,  „15 ივლისს ფეხზე დამდგარი თურქეთი მომავლისთვის დამაჯერებლად აგრძელებს წინსვლას“ აღნიშნა, რომ ერის მიერ დემოკრატიისთვის მტრების წინააღმდეგ მიღწეული გამარჯვება,  მსგავსი შემთხვევის განუმეორებლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტი იყო.   ქალინმა თავის სტატიაში პრეზიდენტ ერდოღანის 24 ივნისის არჩევნების წინ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან დაკავშირებით  გაკეთებულ  განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება და დაამატა: „15 ივლისის გადატრიალების მცდელობა უფრო სუსტ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, იმ ქვეყნის ეკონომიკა დაუყონებლივ ჩამოიშლებოდა. ასევე შეიქმნებოდა პოლიტიკური და საზოგადო კრიზისი. ამიტომ, იმ დღეს მომხდარის შემდეგ, თურქეთში განხორციელებული ყველა მოვლენა დეტალურად უნდა იქნეს განხილული. სამწუხარო კი ისაა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიმართ მსგავსი გადატრიალების მცდელობის აღსაკვეთად გადადგმული ლეგიტიმური ნაბიჯები დასავლური მედიის მხრიდან არასწორად იქნა გაშუქებული.  ასე, რომ გადადგმულ ნაბიჯებსა და დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. სინამდვილეში კონსტიტუციური უფლებით გამოყენებულ საგანგებო მდგომარეობას ჩვეულებრივ მოქალაქისათვის ყოველდღიურ ცხოვრებაში არანაირი შეზღუდვები არ დაუწესებია. მაგალითად ჩვეულებრივი მოქალაქეების, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ მოგზაურობასთან დაკავშირებით არანაირი შეზღუდვები არ დაწესებულა. ასევე როგორც რეფერენდუმზე ასევე, 24 ივნისი არჩევნებზე“. იბრაჰიმ ქალინმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის მხრიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში გადადგმულმა ნაბიჯებმა, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა, FETÖ/PDY-ს თუ რაოდენ სახიფათო ორგანიზაციაა ყველა უცხო ქვეყანა კიდევ ერთხელ დააფიქრა რა, 15 ივნისი მოვლენებში მონაწილე ყველა დამნაშავის სამართლიანად გასამართლებას სამომავლოდაც  გააგრძელებენ.  



მსგავსი ინფორმაციები