თურქეთის საპრეზიდენტო სისტემაზე ოფიციალურად გადავიდა

ერდოღანმა ფიცი დადო

1009038
თურქეთის საპრეზიდენტო სისტემაზე ოფიციალურად გადავიდა

24 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს დიდი ეროვნულ მეჯლისში ფიცი დადო და ამით  ქვეყანა საპრეზიდენტო სისტემაზე ოფიციალურად გადავიდა.   

ერდოღანმა პარლამენტში ფიცის დადების ცერემონიალის შემდეგ სახელმწიფოს ჩამომყალიბებელი,  ათათურქის მავზოლეუმი გვირგვინით შეამკო.

დღეს,  ანკარაში პრეზიდენტის სასახლეში  თურქეთის პრეზიდენტის,  რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიალს 22 ქვეყნის პრეზიდენტი, 28 ქვეყნის პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად 6 საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი დაესწრებიან. ინაუგურაციის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება. ერდოღანის ინაუგურაციას ბულგარეთის, საქართველოს, მაკედონიის, მოლდოვას, სერბეთის, კოსოვოს, პაკისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის, ყირგიზეთის, სუდანის, გვინეის და სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად, ბოსნია და ჰერცოგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს ბოსნიური წევრი, ბექირ იზზეთბეგოვიჩი, კატარის ემირი,  შეიხ თემის ბინ ჰამედ ალ სანი და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან. ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიის დასრულების შემდეგ სტუმრების საპატივცემულო ვახშამი გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები