ერდოღანმა თანაპარტიელ პარლამენტარებს მიმართა

“ანტიტერორისტულ ბრძოლას ბოლომდის გავაგრძელებთ“

1007798
ერდოღანმა თანაპარტიელ პარლამენტარებს მიმართა

 

ერდოღანი სიტყვით გამოვიდა თავისი თანაპარტიელი პარლამენტარების წინაშე და თქვა, რომ ახალ პერიოდშიც შეუწყვეტლივ და საბოლოო განადგურებამდის გააგრძელებენ ანტიტერორისტულ ბრძოლას.

"ჩვენ არ დავთანხმდებით რაიმე სახის ძალდატანებას, რომელიც ჩრდილს აყენებს ეროვნულ ნებას. ჩვენ ტერორის ქსელი და ჯაჭვი ბევრ ადგილას გავანადგურეთ. ამჟამად  ჩვენს სამშობლოსა და ჩრდილოეთ ერაყის კანდილის მთებს შორის არსებულ ტერიტორიას ვასუფთავებთ ქურთი სეპარატისტებისგან და ამ ოპერაციაში მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. ამ ოპერაციასაც გავაგრძელებთ კანდილის მაღალმთიანეთში და მოვსპობთ ტერორისტების ბუნაგებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სინჯარის რეგიონშიც შევალთ", განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ არ შეანელებენ ბრძოლას ფეტულაჰის ტერ ორგანიზაციის წინააღმდეგაც.

მისივე თქმით, პირველ საპრეზიდენტო დადგენილებას, ორშაბათს, ინაუგურაციის კვალდაკვალ გამოაქვეყნებს, რომელსაც 22 სახელმწიფოს ლიდერი, 17 ქვეყნის პრემიერი, ათეულობით ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარე და სხვა მაღალჩინოსანი დაესწრება. ერდოღანის თქმით ახალ კაბინეტში შეიძლება პარლამეტიდანაც რამდენიმე პირი შევიდეს



მსგავსი ინფორმაციები