გლობალური პერსპექტივა 26

24 ივნისის არჩევნები და მისი შედეგები

1000291
გლობალური პერსპექტივა 26

გლობალური პერსპექტივა 26.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

24 ივნისის არჩევნები და მისი შედეგები

თურქეთში თანზიმათიდან (რეფორმების პერიოდი)  მოყოლებული 32-ე მოწვევის საპარლამეტო და საპრეზიდენტო სისტემის პირველი არჩევნები ჩატარდა. არაოფიციალური მონაცემებით სამართლიანობის და განვითარების პარტიის თავჯდომარემ და პრეზიდენტობის კანდიდატმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირველივე ტურში 52,5%-ით გაიმარჯვა რა, საპრეზიდენტო სისტემის პირველი პრეზიდენტი გახდა. მეორე ადგილზე კი რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) კანდიდატმა მუჰარრემ ინჯემ ხმების 30,6%-ი მიიღო.

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ-დემოკრატიულ გარემოში ჩატარებული საპრეზიდენტო სისტემის პირველი არჩევნები  მოკლედ ასე შეიძლება შევაფასოთ:  არჩევნებში დაახლოებით 60 მილიონმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა რაც შეიძლება ითქვას, რომ 87,5%-ით რეკორდული აქტივობა დაფიქსირდა. ეს ციფრი მსოფლიო ქვეყნების მიხედვითაც რეკორდული მაჩვენებელი გახლდათ. ასეთი მაღალი აქტივობა იმაზე მიუთითებს, რომ 1876 წელს დაწყებული დემოკრატიის გზის გაგრძელებაა. როგორც იტყვიან; „დასავლეთის ქვეყნებში საარჩევნო ყუთები არსებობს მაგრამ, ამომრჩეველი არ ჰყავთ, ხოლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ამომრჩეველი ჰყავთ მაგრამ, საარჩევნო ყუთები არ გააჩნიათ“. თურქეთში კი საარჩევნო ყუთებიც და ამომრჩეველიც  ერთადაა რაც, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე მიუთითებს და ეს მართლაც და სასიხარულოა.

პოლიტიკური სტაბილურობის გაგრძელება: სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP) 2002 წლიდან მოყოლებული უკვე მეხუთე არჩევნებშიც წარმატებას მიაღწია და გაიმარჯვა. თურქეთის პოლიტიკაში მსგავსი წარმატების სხვა მაგალითი არ არსებობს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ამომრჩეველი AKP-ს პოლიტიკით კმაყოფილია და პოლიტიკურ სტაბილურობას უჭერს მხარს.  ოპოზიციის კრიტიკამ კი შესაბამისი შედეგები ვერ გამოიღო.

საპრეზიდენტო სისტემას კიდევ ერთხელ „დიახ“: ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი „სახალხო ალიანსი“ წინასაარჩევნოდ  აცხადებდა, რომ მათი გამარჯვების შემთხვევაში საპარლამენტო სისტემას დაუბრუნდებიან. აქედან გამომდინარე 2017 წელს რეფერენდუმით გადასულ სისტემის შესაცვლელად, კიდევ ერთი რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო. 2017 წლის რეფერენდუმზე საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას 51,4%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო 24 ივნისის არჩევნებზე ერდოღანის მიერ მიღებულმა 52,5%-იანმა ხმამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამომრჩეველი საპრეზიდენტო სისტემის  მომხრეა.

პარტიებს შორის გარკვეული ხმების გარდამავლობა:  არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ყველა პარტიას შორის გარკვეული ხმების გარდამავლობა არსებობს. სამართლიანობისა და განვითარების პარტიიდან  (AKP) ნაციონალისტური მოძრაობის პარტიაში (MHP).  რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან  (CHP) კარგ (İYİ PARTİ)  და სახალხო-დემოკრატიული პარტიაში (HDP).  პრეზიდენტმა ერდოღანმა არჩევნების შემდგომი ტრადიციული  აივნიდან მოსახლეობაზე მიმართვის დროს განაცხადა, რომ ისინი გრძნობენ AKP-ს ხმების სიმცირეს. საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანის და ინჯეს თავიანთ  პარტიებთან შედარებით მაღალი ხმების მიღება იმაზე მიუთითებს, რომ მათ სხვა პარტიის მხარდამჭერებმაც მისცენ ხმა. ასევე იმაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ ამ არჩევნებზე ერდოღანმა ქურთი ამომრჩეველებისგანაც მიიღო საკმარისი ხმები.

პარლამენტში მრავალფეროვნება: 10%-იანი ბარიერიდან გამომდინარე თურქმა ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავისი ინიციატივა. ბოლო არჩევნების წინ  საკანონდებლო ცვლილებების საფუძველზე შექმნილი ალიანსების მეშვეობით პარლამენტში 8 პარტიის წარმომადგენლები მოხვდნენ. მსგავსი შემთხვევა კი თურქეთის პოლიტიკაში ნაკლებად გვხვდება. 1950 წლის არჩევნების  შემდგომ მრავალპარტიული მეჯლისი მხოლოდ 1968 წლის არჩევნების დროს დაფიქსირდა. მაშინაც პარლამენტში 8 პარტიის წარმომადგენლები მოხვდნენ.

ახალი სისტემის შემრიგებლური ეფექტი: გასული კვირის პროგრამაში ნაწილობრივ იმაზე გავამახვილე ყურადღება, რომ ახალი სიტემა შემრიგებლური იქნება.  ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ კანდიდატებს 50+1%-ის მისაღებად მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის ხმა არ ჰყოფნიდა.  ეს ყველაფერი კი იმის მიზეზი შეიძლება გახდეს, რომ თურქეთში დემოკრატია უფრო გაძლიერდება. 

გლობალური მოთამაშეების მიმართ გულგრილობა: როგორც წინა არჩევნებში დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნები, გლობალური მოთამაშეები და  მედია ამ არჩევნებშიც სასურველზე  უფრო მეტად იყვნენ ჩართულები. ისინი ხშირად გამოირჩეოდნენ მმართველი პარტიის (AKP) მიმართ სხვადასხვა ბრალდებებით. მაგრამ როგორც წინ ასევე ბოლო არჩევნებზეც ამომრჩეველმა მათ არ დაუგდო ყური და არჩევანი იმის მიხედვით გააკეთა.  მსგავსი სიტუაციაა საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ თურქებშიც. ამომრჩევლებმა საერთაშორისო მოთამაშეების ზეწოლას კი არ დაუგდეს ყური არამედ, საკუთარი მომავალის და ქვეყნის ინტერესების მიხედვით იმოქმედეს.

თურქეთმა 2000-იანი წლების შემდეგ ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, 2000 $-იდან,  10000 $-მდე გაზარდა. თურქეთმა სირიაში, ერაყში, ირანში, საბერძნეთში და სხვა რეგიონის ქვეყნებში განვითარებული არასტაბილური მოვლენებისა,   FETÖ-ს და სხვა გადატრიალების მცდელობებისა,  სტაბილურობა და წინსვლა მაინც გააგრძელა. თურქეთმა, 2017 წლის რეფერენდუმით 150 წლიანი დემოკრატიის ისტორიაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილება განახორციელა. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა დემოკრატიული გზით მოხდა. თურქეთის მიერ მიღწეული ეს წარმატება არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნისთვის არამედ რეგიონის და მსოფლიო ქვეყნებისათვისაც სამაგალითოა. მაშინ როდესაც დასავლეთი მხოლოდ სამი მიგრანტის მისაღებად ღელავს, თურქეთი 3,5 მილიონ ემიგრანტს იფარავს. ამიტომ ყველამ კარგად უნდა იცოდეს თურქეთის დემოკრატიის და სტაბილურობის ფასი წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #არჩევნები , #24 ივნისი

მსგავსი ინფორმაციები