საზღვარგარეთის ხმები თურქეთში ჩამოიტანეს

საზღვარგარეთის ხმები თურქეთში ჩამოიტანეს

996671
საზღვარგარეთის ხმები თურქეთში ჩამოიტანეს
yurt disi oylar1.jpg

თურქეთში მიმდინარე წლის 24 ივნისისთვის დანიშნული ვადამდელ საპრეზიდენტო და 27-ე საპარლამენტო არჩევნების საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების მიცემული ხმები თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავებით ანკარაში უკვე ჩამოიტანეს. ანკარის ესენბოღას სახელწოდების  აეროპორტში უმაღლესი საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებზე გადაცემული ხმები,  ანკარის სავაჭრო პალატაში განთავსებულ სპეციალურ საწყობებში იქნა შენახული. საზღვარგარეთის ხმების ყუთების ჩაბარებას პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საზღვარგარეთის ქვეყნების ხმები 24 ივნისს თურქეთში ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ დაითვლება. ხმის მიცემის პროცედურა კი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე სრულდება. 24 ივნისის არჩევნებში საზღვარგარეთ მცხოვრე თურქებს  60 ქვეყნის 123 წარმომადგენლობაში შეეძლოთ  ხმის მიცემა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით 24 ივლისის არჩევნებში საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში 1 მილიონ 486 ათას 408 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.



მსგავსი ინფორმაციები