ერდოღანმა ბაირამობა მიულოცა მუსლიმან ლიდერებს

განხილვის თემა კი ძირითადად ორმხრივი ურთიერთობები იყო

993214
ერდოღანმა ბაირამობა მიულოცა მუსლიმან ლიდერებს

 

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური იუწყება, რომ რამაზან ბაირამობასთან დაკავშირებით რეჯეპ თაიპ ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა კატარის ემირს, შეიხ თემის ბინ ჰამედ ალ სანის და ძირითადი ყურადღება ამ საბაირამო მილოცვის დროს, ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად აქტუალურ რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებსაც დაუთმეს.

ორივე ქვეყნის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გამოიჩინეს კატეგორიულობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოების საკითხში, ხოლო ამის პარალელურად კმაყოფილებით შეხვდნენ გაეროს გენერალურ სესიაზე მიღებულ იმ დადგენილებას, რომელიც პალესტინის მოსახლეობის დაცვას მოითხოვს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა გუშინ სატელეფონო შეხვედრები გამართა ასევე საუდის არაბეთის მეფე სელმან ბინ აბდულაზიზთან, პალესტინის სახელმწიფო მეთაურ მაჰმუდ აბასთან და პაკისტანის პრეზიდენტ ჰუსეინთან რა, ერთმანეთს რამაზან ბაირამობა მიულოცეს, იუწყება თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახური



მსგავსი ინფორმაციები