დაიწყებს თუ არა თურქეთი მორიგ საზღვრის მიღმა ოპერაციას?

თურქეთის სამამულე ავტომობილის მწარმოებელი ფირმის აღმასრულებელი დირექტორის ვინაობა ცნობილი გახდა

984358
დაიწყებს თუ არა თურქეთი მორიგ საზღვრის მიღმა ოპერაციას?

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს  დღის წესრიგის შეფასებისას აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები,  თურქეთის მიმართ ორმაგ სტანდარტს იყენებენ. „ამჟამად ჩვენ ევროკავშირის მიმართ პასუხისმგებლობას ზუსტად ვასრულებთ. მაგრამ ევროკავშირი არ ასრულებს თავის მოვალეობებს. ჩვენ, ჩვენი კეთილსინდისიერებით ამ საქმეს წინ წავიყვანთ და შესაბამის ნაბიჯებსაც გადავდგამთ. პრობლემა თუ  არ მოგვარდება, გამოსავალი ჩვენ თვითონ უნდა გამოვნახოთ“, განაცხადა ერდოღანმა. პრეზიდენტმა ტერორიზმის წინააღმდეგ მორიგი საზღვრის მიღმა ოპერაციის შესახებაც ისაუბრა და დაამატა: „საჭიროების შემთხვევაში დაუყონებლივ ვიმოქმედებთ და არავის ვაპატიებთ. ამისათვის  არავისგანაც  არ ავიღებთ ნებას. ეს თუნდ სირიის ჩრდილოეთში, ან კიდევ,  ერაყის ჩრდილოეთში იყოს. ჩვენი ქვეყნის მიმართ  საფრთხეს სადაც შევნიშნავთ, იქ ჩავატარებთ ანტიტერორისტულ ოპერაციას“. ერდოღანმა  ინტერვიუს დროს, თურქეთის სამამულე  ავტომობილის მწარმოებელი ფირმის აღმასრულებელი დირექტორის სახელიც დაასახელა რა, იგი, მეჰმედ გურჯან ქარაქაში იქნება. ქარაქაში  ადრე  კომპანია Bosch-ში მუშაობდა.



მსგავსი ინფორმაციები