ერდოღანს სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს

ერდოღანი სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტში მისთვის საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო

975302
ერდოღანს სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭეს

ოფიციალური ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩასული პრეზიდენტი ერდოღანი, სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტში, მისთვის საპატიო დოქტორის წოდების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო.  

ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა სამ წლიანი პაუზის შემდეგ სარაევოში ისევ ჩასვლის გამო და სარაევოს საერთაშორისო უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა მისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭებისთვის.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მან პირისპირი და გაფართოებული შეხვედრები გამართა ბოსნია და ჰერცეგოვინის საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარე, ბაქირ იზეტბეგოვიჩთან და ბოსნია, ჰერცეგოვინის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, დენის ზვიდიჩთან და მინისტრთა საბჭოს მინისტრებთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროექტები განიხილეს.

მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეკონომიკიდან და ტურიზმიდან დაწყებული განათლებითა და კულტურით დამთავრებული ყველა სფეროს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები შესანიშნავ დონეზეა და ამ კავშირებს კიდევ უფრო მაღლ დონეზე აიყვანენ.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთში იმაზე მეტი ბოსნიელია ვიდრე ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ალბანეთის მოსახლეობაზე მეტი ალბანელია.

„ქვეყნები, რომლებსაც ბალკანეთთან საზღვრებიც კი არ აქვთ, თურქეთს ბალკანეთში თითოს მოწინააღმდეგე ძალად წარმოჩენას ცდილობენ“ - დასძინა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით თურქეთი ბოსნიელებთან ერთად ხორვატებთან, ალბანელებთან და მაკედონელებთან ურთიერთობების გაფართოებას გააგრძელებს და ბოლო პერიოდში ამ კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.  
 



მსგავსი ინფორმაციები