ერდოღანი ტელე კონფერენციით დაუკავშირდა მადუროს

მათ ერთმანეთს არჩევნებში გამარჯვება უსურვეს

973614
ერდოღანი ტელე კონფერენციით დაუკავშირდა მადუროს

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა და ვენესუელის პრეზიდენტმა მადურომ, ტელე კონფერენციის საშუალებით ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას  მოაწერეს ხელი.

"2016 წელს ვენესუელასთან ვაჭრობის მოცულობა 83 მილიონ დოლარს შეადგენდა, 2017 წელს ამ ციფრმა 154 მილიონ დოლარს მიაღწია. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი სავაჭრო მოცულობა 2018 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ნახევარი მილიარდ დოლარამდე ავიდა, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ წლის ბოლოსთვის 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს", განაცხადა ერდოღანმა.

მანვე იმედი გამოთქვა, რომ ვენესუელაში 20 მაისისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობისა და უსაფრთხოების ატმოსფეროში ჩაივლის და მადუროს ამ არჩევნებში წარმატება უსურვა.

“თუ 20 მაისის არჩევნებში თქვენ გაიმარჯვებთ და 24 ივნისისათვის თურქეთში დაგეგმილ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვებთ, მაშინ, ორი ქვეყნის ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება და გაფართოვდება“, აღნიშნა ერდოღანმა.

მადურომ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას კეთილი სურვილებისთვის და მანაც წარმატებები უსურვა 24 ივნისის არჩევნებში. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საკითხებზე საუბრისას მადურომ კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამთქვა პალესტინელი ხალხისადმი



მსგავსი ინფორმაციები