პრეზიდენტმა ერდოღანმა და ტერეზა მეიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ოფიციალური ვიზიტით ინგლისში მყოფმა პრეზიდენტმა ერდოღანმა პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

971794
პრეზიდენტმა ერდოღანმა და ტერეზა მეიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

ოფიციალური ვიზიტით ინგლისში მყოფმა პრეზიდენტმა, რეჯებ თაიპ ერდოღანმა, პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის მხრიდან პალესტინელების მკვლელობები და დასძინა, რომ ამის მიზეზს, აშშ-ს მიერ „საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილებას“ არასოდეს აღიარებენ.  

მისივე თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოქმედება, ეს ძალადობა უნდა შეაჩეროს და ღაზის საზღვარზე 60 პალესტინელის მკვლელები აშშ-ს გამბედაობას მატებენ.

„ამერიკავ, ისტორია შენ არ გაპატიებს. ამ ჭეშმარიტებას დავინახავთ. ისრაელო, შენ კი საერთოდ არ გაპატიებს. ამასაც ვნახავთ.“-დასძინა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-მა აღიარა, რომ რეგიონში კონფლიქტის მოგვარებაში შუამავალს კი არა, მხარეს წარმოადგენს და დაამატა: „თავდასხმები, რომელთა შედეგადაც 60 პალესტინელი დაიღუპა და 2500 ადამიანი დაშავდა, ამ პოლიტიკის შედეგია. კიდევ ერთხელ ვგმობ ამ ძალადობას. ისრაელი ამბობს, რომ ძლიერია მაშასადამე მართალია და ამ ნაბიჯებს დგამს. ისრაელი იქ ოკუპანტია და ტერორსახორციელებს... საერთაშორისო საზოგადოებას და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დროის დაკარგვის გარეშე მოვუწოდებ მოქმედება დაიწყოს (პალესტინაში) ეს ძალადობა შეაჩეროს.“

ერდოღანმა აღნიშნა, რომ პარასკევს სტამბოლში გასამართ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე მსოფლიოს მძლავრ მესიჯს გაუგზავნიან.

საუბრისას იგი ტერორის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ PKK-ს, ფეტულაჰის ტერორგანიზაციის (FETÖ) მსგავსი ტეროგანიზაციის წევრების გადმოცემის საკითხზე ინგლისთან თანამშრომლობის გაფართოება სურთ.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ FETÖ-ს და PKK-ს წევრი ტერორისტების სია ტერეზა მეის გადასცა.

„მათი გადმოცემა მოხდეს, რათა გავაგრძელოთ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა.“-აღნიშნა ერდოღანმა.

მან ასევე დაამატა, რომ ინგლისის პრემიერმინისტრს მეის უმოკლეს დროში თურქეთში ელოდებიან.

ტერეზა მეიმ კი ისრაელს პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობის შეჩერება მოსთხოვა და აღნიშნა, რომ ღაზაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩატარდეს.

ბოლოს კი მეიმ დასძინა, რომ აფასებენ იმ გულუხვობას, რომელიც თურქეთმა სამ ნახევარზე მეტი სირიელის შეფარებით გამოიჩინა.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ინგლისი

მსგავსი ინფორმაციები