ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა აბასის

განიხილეს და მწვავედ დაგმეს ისრაელის და აშშ-ს ქმედებები

970967
ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა აბასის

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, რ.თ. ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა პალესტინის სახელმწიფო მეთაურ მაჰმუდ აბასის და ძირითადად აშშ-ს საელჩოს ტელ ავივიდან იერუსალიმში გადატანის გამო ისრაელის ჯარისკაცებსა და მოპროტესტე პალესტინელებს შორის წარმოქმნილ შეტაკებებში 59 პალესტინელის დაღუპვის და 2500-ზე მეტი დაჭრილის საკითხი განიხილეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა საუბრის დროს კიდევ ერთხელ მწვავედ დაგმო აშშ-ს მხრიდან თავიანთი საელჩოს ტელ ავივიდან იერუსალიმში გადატანის  გადაწყვეტილება, რომელმაც ესკალაციის გაზრდა გამოიწვია, ხოლო ამის პარალელურად დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადა აბასის, დაჭრილებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ორმა ლიდერმა გაცვალეს მოსაზრებები იმის თაობაზეც, თუ რა შეიძლება გაკეთდეს პალესტინის დრამატული მოვლენების შესაჩერებლად და ამასთან ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა გულგრილად და მოსეირედ არ უნდა დარჩეს ისრაელის ამ ძალადობების მიმართ



მსგავსი ინფორმაციები