დაღუპული პალესტინელების გამო თურქეთში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა

დაღუპული პალესტინელების გამო თურქეთში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა

970860
დაღუპული პალესტინელების გამო თურქეთში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა

დაღუპული პალესტინელების გამო თურქეთში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა, ბექირ ბოზდაღმა, განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანის დროს მოკლული პალესტინელების გამო სამ დღიანი გლოვის გამოცხადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ბოზდაღის განცხადებით, თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში იერუსალიმის საკითხზე სპეციალური დღის წესრიგით სხდომა გაიმართება.

ბოზდაღმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის ელჩები კონსულტაციებისთვის ანკარაში გამოიძახეს.

მისივე თქმით, თურქეთი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის, რომლის როტაციული თავმჯდომარეცაა, პარასკევს საგანგებო შეხვედრას მოიწვევს.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ისრაელი , #საელჩო , #გლოვა

მსგავსი ინფორმაციები