ერდოღანი გაერთიანებულ სამეფოს 13-15 მაისს ეწვევა

ერდოღანი ლონდონში, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკურ ცენტრ, Chatham House-ში დამსწრე საზოგადოებასაც მიმართავს

969023
ერდოღანი გაერთიანებულ სამეფოს 13-15 მაისს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაერთიანებულ სამეფოს 13-15 მაისს ეწვევა, სადაც დედოფალ ელისაბედ II-ს და პრემიერმინისტრ ტერეზა მეის შეხვდება. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც თურქეთის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, 13-15 მაისს ეწვევა. იგი ვიზიტის ფარგლებში,  „თურქულ-ინგლისურ ტკბილ ენათა“  ფორუმის მეშვიდე შეხვედრასაც დაესწრება. თურქეთის პრეზიდენტი ინგლისში ვიზიტის ფარგლებში ასევე  ორი ქვეყნის წამყვან ბიზნეს წრეებსა და ინვესტორებსაც შეხვდება. ერდოღანი ლონდონში,  მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკურ ცენტრ,  Chatham House-ში    დამსწრე საზოგადოებასაც მიმართავს. მისი ლონდონში ვიზიტის მთავარი განსახილველი თემა ეკონომის, ვაჭრობის, უსაფრთხოების, თავდაცვის, მრეწველობის, კულტურის  და ასევე ერაყსა და სირიაში განვითარებული მოვლენები და სამომავლოდ ერთობლივად გადასადგმელი ნაბიჯები იქნება განხილული. ვიზიტის ფარგლებში ასევე კვიპროსის, ევროკავშირთან ურთიერთობის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი გეგმებიც იქნება განხილული.  გაერთიანებულ სამეფოს თურქეთთან,  16 მილიარდი დოლარის სავაჭრო ბრუნვა გააჩნია.



მსგავსი ინფორმაციები